16 სექტემბერი 2026,   20:14
ვრცლად
"ბატონო პრემიერო, დიდი მადლობა იმ მხარდაჭერისა და ნდობისთვის, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში თქვენი მხრიდან ჩემ მიმართ იყო" - გეკა გელაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა.

მთავრობის მეთაურმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და თამაზ ბორაშვილის გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება. პრემიერმა ასევე წარმატებები უსურვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელ გეკა გელაძეს, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

სუს-ის ახლად არჩეულ უფროსს, თამაზ ბორაშვილს, წარმატებები უსურვა უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა. გეკა გელაძემ ნდობისა და მხარდაჭერისთვის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა.

"ბატონო პრემიერო, დიდი მადლობა იმ მხარდაჭერისა და ნდობისთვის, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში თქვენი მხრიდან ჩემ მიმართ იყო. იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე აისახებოდა და ის მიღწევები, სტრუქტურული, შინაარსობრივი თუ უსაფრთხოების კომპონენტის გაძლიერება, სწორედ ამის დამსახურებაა. მინდა მივულოცო ბატონ თამაზ ბორაშვილს ახალი თანამდებობა.
მოგეხსენებათ, ეს ინსტიტუცია არის ერთი განსაკუთრებული ოჯახი, აქვს თავისი განსაკუთრებული ცხოვრების წესი, კულტურა და სწორედ ამ წიაღიდან არის ბატონი თამაზი. იგი მრავალი წლის განმავლობაში საქმიანობდა აქ და დარწმუნებული ვარ, ძალიან ღირსეულად გაუძღვება და კიდევ უფრო გააძლიერებს ამ ინსტიტუციას. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო, თქვენთან ერთად მეკეთებინა საქმე და ამავე დროს საამაყო იყო, რომ ვხელმძღვანელობდი ამ ძალიან ძლიერ ინსტიტუციას", - განაცხადა გეკა გელაძემ.

 

დღის ამბები