27 აპრილი 2024,   03:07
ვრცლად
"დაიჭირეთ"- ამ სიტყვებს სკანდირებდნენ ტრამპის მისამართით ბეისბოლის თამაშზე მაყურებლები

დონალდ ტრამპს ბეისბოლის თამაშზე მაყურებელი ყვირილითა და შეძახილებით დახვდა. "დაიჭირეთ"- ამ სიტყვებს სკანდირებდნენ ტრამპის მისამართით დარბაზში მყოფები, როცა ეროვნული პარკის სტადიონის ეკრანზე პრეზიდენტის გამოსახულება გამოჩნდა.

თამაშზე შტატების პრეზიდენტი მეუღლესთან, მელანია ტრამპთან და დეპუტატებთან ერთად იმყოფებოდა. ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე პრეზიდენტმა ტრამპმა ისლამური სახელმწიფოს ლიდერის აბუ ბაქარ ალ ბაღდადის ლიკვიდაციისა და შტატების წარმატებული ოპერაციის შესახებ განცხადება გააკეთა.

დღის ამბები