16 სექტემბერი 2026,   00:00
ვრცლად
"ჩვენ ხომ არ დავიწყებთ გამოძიებას?! მაკო გომურმა პროკურატურას ან სახელმწიფო ინსპექტორს უნდა მიმართოს" - შს მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ  20 ივნისის აქციის დაშლისას დაშავებულმა მაკო გომურმა მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო პროკურატურას ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უნდა მიმართოს.

ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ უწყება, რომელსაც მაკო გომური ბრალს დებს, აღნიშნულ განცხადებებზე გამოძიებას ვერ დაიწყებს.

"ძალიან სამწუხაროა. ალბათ, პროკურატურას უნდა მიმართოს, ან თუნდაც ახალ სახელმწიფო ინსპექტორს, მიმართოს და გამოიკვლევენ. ჩვენ გვაბრალებს, როგორც მახსოვს, შსს-ზე ჰქონდა ეჭვი. ჩვენ ხომ არ დავიწყებთ გამოძიებას?! გამოძიება ალბათ, პროკურატურამ უნდა დაიწყოს, თუ საჭიროა... არ ვიცი, ალბათ, თვითონ უნდა მიმართოს," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ცნობისთვის, მაკო გომურმა განაცხადა, რომ მას უკანონოდ უსმენენ, ხოლო მისი სმს-ები, რომლებიც 20 ივნისის ღამე უკავშირდება, იშლება.  

დღის ამბები