27 აპრილი 2024,   05:06
ვრცლად
ვინ დგას ეკლესიაში მიმდინარე მოვლენების უკან - არჩილ თალაკვაძის ღია ბრალდებები ოპოზიციას

ეკლესიაში დაწყებული არეულობა და ურთიერთბრალდებები ჯაჭვური რეაქციით ედება პოლიტიკას. ვინ დგას ეკლესიის დისკრედიტაციის უკან და ვინ სპეკულირებს რელიგიური გრძნობებით?
ახალი განცხადებები ამ თემაზე დღეს პირველმა პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.

ეკლესიაში დაპირისპირების უკან, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ოპოზიციას ხედავს. არჩილ თალაკვაძემ პრემიერის მიერ ერთი კვირის წინ ნათქვამი გაიმეორა და განმარტა, რომ ქვეყანაში ინსტიტუტების ჩამოშლა სწორედ მათ ინტერესშია.

"არ გამოვრიცხავ, რომ ამის უკან იყვნენ ის ძალები, ვინც იდგნენ ძალადობის უკან პარლამენტზე შტურმის დროს,"- ამბობს არჩილ თალაკვაძე.

არჩილ თალაკვაძეს კრიტიკის ადრესატებმა დღეს შეახსენეს, რომ მძიმე ბრალდებები სასულიერო პირებმა სწორედ მის თანაგუნდელებს წაუყენეს და მეუფე იაკობმა ილია მეორის გადაყენების მთავარ მსურველად მაღალჩინოსნები დაასახელა. ოპოზიცია მმართველ გუნდს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას სთავაზობს.

არასაპარლამენტო ოპოზიციაში ბრალდებები არ უკვირთ. პოლიტიკოსების თქმით, "ქართული ოცნების" სტრატეგია ოპონენტებისთვის საკუთარი დანაშაულის გადაბრალებაა.

კონკრეტულ პარტიებს ხელს არ ადებს პრეზინდენტი, თუმცა სალომე ზურაბიშვილიც ფიქრობს, რომ საპატრიარქოში დაწყებული პროცესების უკან კონკრეტული პირების ინტერესი დგას. 

პირველმა საპატრიარქოში მომხდარი არეულობა ოპოზიციას გიორგი გახარიამ დაუკავშირა. პრემიერ-მინისტრმა ოპონენტები სინოდის სკანდალური სხდომიდან მეორე დღეს დაადანაშაულა.

დღის ამბები