27 აპრილი 2024,   07:37
ვრცლად
ლილო-გაჩიანის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ბავშვი და ქალი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები

ლილო-გაჩიანის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მცირეწლოვანი ბავშვი და შუახნის ქალი ადგილზე.

დაშავებულია 5 ადამიანი. ისინი კლინიკებში არიან გადაყვანილი.

როგორც "რუსთავი 2"-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო.

 

დღის ამბები