გუდაურში უწყებათაშორისი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეკრება ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით შედგა.
აუდიენციას ყველა იმ სახელმწიფო უწყებისა და კერძო სექტორის წარმომადგენელი ესწრებოდა, რომელთა პასუხისმგებლობა ტურისტების უსაფრთხო და კომფორტული დასვენების უზრუნველყოფაა.
ძირითად პრიორიტეტებად საცობების განტვირთვა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების რაოდენობის გაზრდა და კურორტზე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სათანადოდ დაცვა დასახელდა.