27 აპრილი 2024,   07:35
ვრცლად
ბრალდებები ორმხრივ გარიგებასა და ნეპოტიზმზე - ხმაური უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის გარშემო

ორმხრივი გარიგება და ნეპოტიზმი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრებაზე საბჭოს არამოსამართლე წევრების მხრიდან ეს ორი ბრალდება აქტიურად ისმოდა. 

ლევან თევზაძე, რომელიც არამოსამართლე წევრების მხრიდან მიზანმიმართულ ცილისმწამლებლურ კამპანიაზე საუბრობს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე და საბჭოს ყოფილი წევრია.

ლევან თევზაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსში ერთხელ უკვე მონაწილეობდა, თუმცა კანდიდატურა კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე მოხსნა.

მიზეზად მაშინ ნათესაურ კავშირთან გაჩენილი კითხვები დაასახელა, რომელიც მისთვის კანდიდატურის ხელმეორედ დაყენების საფუძველი ამჯერად არ გამხდარა.

ლევან თევზაძის გარდა ნაზი ჯანეზაშვილის ბრალდების ადრესატი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ლევან გზირიშვილიც იყო. მისი თქმით, კანდიდატი გზირიშვილს საკუთარი კანდიდატურის მხარდასაჭერად შვილის იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხვის სანაცვლოდ გაურიგდა.

გიორგი მიქაუტაძე, რომელიც იუსტიციის საბჭოს მდივანია და მოსამართლე წევრები იოსებ ალავიძეს საბჭოს გადაწყვეტილებების შეფასებისას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და განმარტავენ, რომ ალექსანდრე გზირიშვილი უმაღლეს სკოლაში საბჭომ კონკურსის საფუძველზე დანიშნა, თავად ლევან გზირიშვილი კი პროცესში არ მონაწილეობდა.

ლევან თევზაძის გარდა, დღეს კიდევ ერთ კანდიდატს, თამარ ოქროპირიძესაც მოუსმინეს. ხვალ კი საბჭო მესამე კანდიდატსა და უზენაესის სასამართლოს მოქმედ მოსამართლესთან, ვასილ როინიშვილთან გასაუბრებას გეგმავს. როინიშვილს თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა ერთ თვეში ეწურება, სწორედ ეს გახდა კონკურსის გამოცხადების საფუძველიც.

დაინიშნება თუ არა უზენაეს მოსამართლედ ისევ როინიშვილი, ეს მას შემდეგ გადაწყდება, რაც იუსტიციის საბჭო 3 კანდიდატიდან იმ ერთს შეარჩევს, რომელსაც დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნის.

ავტორი: ლელუკა ჯავახიშვილი

დღის ამბები