27 აპრილი 2024,   06:45
ვრცლად
სროლა ღაზას სექტორთან - მოკლულია 16 წლის პალესტინელი, არიან დაჭრილებიც

სროლა ღაზას სექტორთან - ისრაელის სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს, რა დროსაც 16 წლის პალესტინელი დაიღუპა. დაჭრილია 5 ადამიანი. პალესტინური მხარის ინფორმაციით, ადგილობრივები ისრაელის საზღვართან გავლებულ ბარიერს მიუახლოვდნენ და ქვები ესროლეს, რასაც ვითარების გამწვავება მოჰყვა. ადგილზე საპროტესტო აქციები რამდენიმე თვეა იმართება.

მარტიდან დღემდე ისრაელის არმიის მიერ გახსნილ ცეცხლს 210 პალესტინელი ემსხვერპლა. საზღვარზე სიტუაციის დასტაბილურებისთვის გაერო მუშაობს.

დღის ამბები