ბოლო 3 წელიწადში საქართველოში სასკოლო განათლების ხარისხი გაუარესდა.
მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA 2018) ანგარიშის მიხედვით წაკითხულიდან შინაარსის გამოტანის ტესტირებაში საქართველომ 380 ქულა მიიღო და 76 ქვეყანაში ბოლოდან მე-8 ადგილი დაიკავა, 2015 წელს საქართველოს 401 ქულა ჰქონდა.
მათემატიკის ტესტირებაში საქართველოს შედეგია 398 ქულა და ბოლოდან მე-13 ადგილი, სამი წლის წინ საქართველომ 404 ქულის მოგროვება შეძლო
რაც შეეხება მეცნიერებას აქ 383 ქულაა და ბოლოდან მე-6 ადგილი, 2015 წელს ეს შედეგი 411 ქულა იყო.
რეიტინგში სამივე კომპონენტში ლიდერ ქვეყნებში არიან ჩინეთი, სინგაპური, ჰონგ კონგი, ესტონეთი, კანადა, ფინეთი, ირლანდია, კორეა, პოლონეთი, შვედეთი და იაპონია. რაც შეეხება საქართველოს მას მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი შედეგი აქვს.