წალკაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე უკანონოდ მოჭრილი 4 კუბური მეტრი წიწვოვანი საშეშე მერქანი აღმოაჩინეს.
სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული ოქმი, ავტომანქანა დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული მერქანი წალკის საქმიან ეზოში გადაიტანეს.