დარჩება თუ არა ძალაში მთავრობის 520 დადგენილება, რაც კლინიკებისთვის კარდიოქირურგიული ოპერაციებისთვის დაფინანსების გათანაბრებას გულისხმობს.
დადგენილება იყო ერთ–ერთი მთავარი საკითხი, რაზეც გუშინ ჯანდაცვის კომიტეტზე იმსჯელეს.
ოპოზიცია მთავრობის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ ეს პაციენტების მკურნალობის ხარისხზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს.
ხელისუფლების ოპონენტები არც იმას გამორიცხავენ, რომ საავადმყოფოები გაკოტრებამდეც მივიდნენ.
როგორც ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, 520-ე დადგენილება კლინიკებს რთულ მდგომარეობაში აყენებს.
"მთავრობის 520-ე დადგენილება უმძიმეს მდგომარეობაში ამყოფებს იმ საავადმყოფოებს, სადაც მკურნალობა ძვირადღირებულია, საბოლოოდ ეს ყველაფერი მკურნალობის ხარისხზე აისახება," - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.