18 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
ორი დღე კენჭისყრამდე - ვინ დარჩება უვადო მოსამართლის მანტიის გარეშე

პროცესი, რომელმაც უმრავლესობაში პირველი სერიოზული განხეთქილება შეიტანა დასასრულს უახლოვდება. ზუსტად ორი დღე დარჩა კენჭისყრამდე, რომელმაც უვადო მოსამართლეების ბედი უნდა გადაწყვიტოს.

უკვე ცნობილია, რომ 19 კანდიდატიდან ყველას არც უმრავლესობა დაამტკიცებს, თუმცა ვინ დარჩება უვადო მოსამართლის მანტიის გარეშე, ეს ჯერჯერობით ცნობილი არ არის. კანდიდატებს 76 ხმა სჭირდებათ. კენჭისყრა ღიაა და შესაბამისად ყველას აინტერესებს ვინ მისცემს ხმას და ვინ წავა უვადო მოსამართლეთა სიის წინააღმდეგ.

იუსტიციის საბჭოს მდივანი ერთ-ერთია იმ 19 კანდიდატს შორის, რომელსაც პარლამენტმა კენჭი მიმდინარე კვირაში უნდა უყაროს. გიორგი მიქაუტაძე საპარლამენტო უმრავლესობისგან მხარდაჭერას ელოდება. იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები კი, კონკრეტული მოსამართლეების დამტკიცების შემთხევაში სისტემაში ე.წ. კლანური მმართველობის რისკების გაზრდაზე საუბრობენ.

ეკა ბესელია კი გუნდიდან წასული ის დეპუტატია, რომელმაც უმრავლესობა სწორედ სასამართლო სისტემაში არსებული პრბლემბეის გამო დატოვა. იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ყოფილ თანაგუნდელებს ურჩევს, გადაწყვეტილების მიღების დროს კარგად დაფიქრდნენ. ამავე პოზიციას იზიარებენ "ოცნებიდან" წასული უკვე დამოუკიდებელი დეპუტატებიც. კრიტიკული განცხადებები მათ სესიის დაწყებისას გააკეთეს.

სასამართლო სისტემის მოსალოდნელ კრიზისზე საუბრობს საპარლამენტო ოპოზიციაც, რომელიც გამოცხადებული ბოიკოტის გამო კენჭისყრას ისედაც არ დაესწრება. 

19 კაციანი სიიდან რამდენიმე მოსამართლე რომ უმრავლესობის მხარდაჭერას ვერ მოიპოვეს, ამას ღიად აცხადებენ მმართველ გუნდშიც, სადაც მოსამართლეთა შერჩევისა და გასაუბრების პროცესის უპრეცენტო გამჭვირვალობას უსვამენ ხაზს.

ის, რითიც ქართული ოცნება ამაყობს, მოსაწონი არ არის ევრონესტის ვიცე-პრეზიდენტისთვის.მოსამართლეთა შერჩევის პროცესი ბევრ კითხვას უჩენს სახალხო დამცველსაც.

უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ 19 მოსამართლეს კანონმდებლები კენჭს მიმდინარე კვირაში უყრიან. კენჭისყრის პარალელურად კი, დაგეგმილია პროტესტი სხდომათა დარბაზშიც და პარლამენტის შენობის გარეთაც.

დღის ამბები