27 აპრილი 2024,   03:51
ვრცლად
ინციდენტი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან - მომხდარის დეტალები ცნობილი ხდება

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარი ინციდენტის დეტალები ცნობილი ხდება.
დავით გარეჯის კომპლექსში მყოფი მამა ზაზა ტატუნაშვილის ინფორმაციით, სოფელ იორმუღალოსთან, დავით გარეჯიდან რამდენიმე კილომეტრში, პირადი კონფლიქტი მოხდა საქართველოს მოქალაქე მწყემსსა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეს შორის, რის შემდეგაც მესაზღვრემ მწყემს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.

დაჭრილი განჯის საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებობს მომხდარის კიდევ ერთი ვერსია, რომ მესაზღვრეებმა ძაღლს ესროლეს და მწყემსი შემთხვევით დაიჭრა.

"აზერბაიჯანელი ეროვნების, საქართველოს მოქალაქე მწყემსი მართლაც დაუჭრია აზერბაიჯანელს," - აღნიშნა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში მოღვაწე მღვდელმსახურმა.   

დღის ამბები