დღეს საქალაქო სასამართლოში სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" საქმე უნდა განიხილონ.
საქმეზე ბრალი წარდგენილი აქვთ "რუსთავი 2-ის" ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, კომპანიის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას და სარეკლამო კომპანია "ინტერმედია პლიუსის" ხელმძღვანელს.
ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, საქმის მასალებს სახალხო დამცველის აპარატი გაეცნო, რომელმაც საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები ვერ აღმოაჩინა.
"სახალხო დამცველის აპარატმა სრულად შეისწავლა საქმის მასალები და გასცა საკუთარი მოსაზრება, რომელშიც ცალსახად დაფიქსირდა, რომ ეს ქმედებები არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და საერთოდ არაა პროკურატურის კომპეტენციის სფერო. კერძოდ, ეს არაა სისხლის სამართლის კუთხით შესასწავლი საკითხი,"- განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მხარეების მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.