22 სექტემბერი 2020,   09:37
ვრცლად
"ქართული ოცნება" ნიადაგს ამზადებს, რომ ყველა ოპონენტი ციხეში გაისტუმროს" - გიგლა ბარამიძე

ოპოზიცია და ხელისუფლება დიალოგის მესამე რაუნდისთვის ემზადება. ხვალ მმართველი გუნდის და სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ისევ მაგიდის ირგვლივ დასხდებიან და საარჩევნო სისტემაზე მსჯელობას დიპლომატიური კორპუსის თანდასწრებით განაგრძობენ, მანამდე კი ელჩები ოპოზიციის ლიდერებს ხვდებიან.

"ქართულმა ოცნება" პოლიტიკურ ოპონენტებს არათუ დაუპირისპირდა, არამედ ამზადებს ნიადაგს, რომ ყველა გაისტუმროს ციხეში. სწორედ ამ საკითხებზე იქნება დღეს ძირითადად საუბარი,"- განაცხადა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ.

ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი ირაკლი აბესაძე აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნება"  დაპირების შესრულებაზე არ ზრუნავს და ყველაფერს აკეთებს, რომ არჩევნები პროპორციული წესით არ ჩატარდეს.

"ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი დაპირების შესრულებაზე იზრუნოს, პირიქით გვემუქრება, რომ ყველაფერს გააკეთებს 2024 წლამდე, რომ არცერთი არჩევნები არ ჩატარდეს პროპორციული წესით. ამიტომ საზოგადოებრივი პროტესტი კიდევ უნდა გავაგრძელოთ," - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

დღის ამბები