05 მაისი 2024,   02:48
ვრცლად
დაპირისპირება კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებსა და პოლიციას შორის - დაშავდა 50-მდე ადამიანი

კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ბარსელონაში "კამპ ნოუს" სტადიონთან ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მომიტინგეებმა მატჩის ჩაშლა სცადეს. დემონსტრანტებმა პოლიციას ქვები ესროლეს და ნაგვის ურნები დაწვეს.

სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ხელკეტები და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 50-მდე ადამიანი დაშავდა. პოლიციამ 9 დემონსტრანტი დააკავა.

დღის ამბები