27 აპრილი 2024,   06:13
ვრცლად
სროლა ჩიკაგოში - დაშავებულია 13 ადამიანი

ჩიკაგოში, სახლში გამართულ წვეულებაზე სროლის დროს, 13  ადამიანი დაშავდა. 4 მათგანი, რომელთა შორის 16 წლის მოზარდიც არის, კრიტიკულ მდგომარეობაშია.  ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით ერთი ადამიანი დააკავა. სროლის მოტივი უცნობია. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

დღის ამბები