27 აპრილი 2024,   04:15
ვრცლად
ილჰამ ალიევი ევროკავშირს აკრიტიკებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ევროკავშირს აკრიტიკებს. ილჰამ ალიევის თქმით, ბრიუსელი თურქეთს უსამართლოდ ექცევა, როდესაც ამდენი წლის განმავლობაში ევროკავშირის წევრობაზე უარს ეუბნება.

"ბევრი ყოფილი საბჭოთა ქვეყანა გახდა ბლოკის წევრი, რატომ არ იღებენ თურქეთს? პასუხი აშკარაა. იმიტომ, რომ თურქეთი მუსულმანური ქვეყანაა," - განმარტა ალიევმა.

თურქეთმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე ბრიუსელთან მოლაპარაკება 2005 წელს დაიწყო, თუმცა პროცესი ამ დრომდე არ დასრულებულა. ალიევის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას არც აზერბაიჯანს აძლევენ.

 

 

დღის ამბები