რამდენიმე ათეული მეხანძრე-მაშველი მთელი ღამის განმავლობაში იყო მობილიზებული ატენის ხეობაში, სოფელ ორმოცთან. მიზეზი ტყეში გაჩენილი ხანძარია. რა ფართობს უკიდია ცეცხლი - ამ დრომდე ვერ კონკრეტდება. ღია ცეცხლის გარდა ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა. რთული რელიეფის გამო ხანძრის კერასთან ტექნიკის მიახლოება საკმაოდ გართულებულია. ადგილზე მოქმედებს საგანგებო შტაბი.
დილიდან, ხილვადობის აღდგენისთანავე ქრობის პროცესში ჩაერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა. ასევე გაიზრდება ცოცხალი ძალის რაოდენობა 200 ერთეულამდე.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, ცეცხლის ქრობის სამუშაოებთან ერთად ამ დროისთვის ხანძრის გავრცელების მასშტაბის დაზუსტება მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძეც.