16 სექტემბერი 2026,   03:16
ვრცლად
რუსეთმა უკრაინის იმართულებით 200-მდე დრონი გაუშვა - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა როსტოვისა და სამარის ოლქებს დაარტყეს

რუსეთმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანა. ქვეყნის მიმართულებით 200-მდე დრონი გაუშვეს. დარტყმა კიევზე განხორციელდა. დაშავებულია 6 ადამიანი. მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.

საპასუხოდ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა როსტოვისა და სამარის ოლქებს დაარტყეს. ხანძარია სასაწყობე ცენტრში, საავიაციო და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში.

ამ ფონზე, ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კიევი და მოსკოვი ენერგოობიექტების დაბომბვის შეჩერებაზე შეთანხმდნენ.

ზელენსკი ამბობს, რომ პირობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შესრულდება, თუ კიევი მოსკოვისგან ანალოგიურ გარანტიებს მიიღებს.

დღის ამბები