18 ნოემბერი 2024,   09:42
ვრცლად
შუახევში, სოფელ ბარათაულში სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

შუახევის რაიონის სოფელ ბარათაულში სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა - ადგილზე 4 სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

როგორც "რუსთავი 2"-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამაშველო ბრიგადამ მე-4 საცხოვრებელი სახლი ცეცხლის გადადებისაგან გადაარჩინა.

საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ლიკვიდირებულია, ხოლო რაც შეეხება მაცხოვრებლებს - არავინ დაშავებულა.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები