რუსთაველზე დაპირისპირების შედეგად, პოლიციამ 9 პირი დააკავა.
ისინი პოლიციამ ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, შემდეგ კი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა.
მათ წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველებისთვის დაუმორჩილებლობას ედავებიან. ადვოკატების თქმით, დაკავებულებს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ.
გამოძიება დაწყებულია 166-ე და 173-ე მუხლებით.