ავსტრალიის ხანძრის შედეგად დაღუპული ცხოველების ჯიშების აღსადგენად ზურაბ გურიელიძე აქტივობების დაწყებას ნაადრევად მიიჩნევს.
თბილისის ზოოპარკის დირექტორის განცხადებით, 480 მილიონი ცხოველის დაღუპვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, ამ ეტაპისთვის ღონისძიებების დაგეგმვა ნაჩქარევია.
მისივე განმარტებით, ხანძრის შედეგებს ტყის მასივების შემცირება და მცირე ლოკაციებზე ცხოველთა პოპულაციის მატება ამძიმებს.
"ახლა ჯერჯერობით არანაირი აქტიურობის დაწყებას ცხოველების აღდგენისათვის არანაირი აზრი არ აქვს იმიტომ, რომ ხანძარი შენელდა ცოტა თითქოს, მაგრამ ჯერ იქ ზაფხულის მშრალი სეზონია. საერთოდ ეს გამოიწვია იმან, რომ იყო რეკორდულად ცხელი და მშრალი პერიოდი ავსტრალიაში. ტემპერატურა დაახლოებით 1,5 გრადუსით უფრო მეტი იყო საშუალოდ, ვიდრე ეს მანამდე იყო დაფიქსირებული," - აცხადებს ზურაბ გურიელიძე.