18 ნოემბერი 2024,   14:48
ვრცლად
წახალისებაა მათი აქტივისტებისათვის, რომ უღირსი საქციელით გამოირჩეოდნენ - იონათამიშვილი ოხანაშვილზე განხორციელებულ მუქარაზე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილზე განხორციელებულ მუქარასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას გამოეხმაურა.

როგორც ცნობილია, ინციდენტის მონაწილე პირი "ლელოს" აქტივისტია. იონათამიშვილი აცხადებს, რომ საკითხზე პოლიტიკური ქილიკი მიუღებელია.

"ეს არის წახალისება მათი აქტივისტებისათვის, რომ ყველაზე ზღვარგადასული და უღირსი საქციელით გამოირჩეოდნენ. როდესაც ჩვენ გვაქვს საქმე ისეთ მდაბიო საქციელთან, რომელზეც თითოეული ჩვენგანი უნდა აღვშფოთდეთ და უნდა გვქონდეს ერთნაირი რეაქცია და ამ დროს ვინმე ცდილობს, რომ გარკვეული პოლიტიკური ქილიკი დაიწყოს, ეს არის ყველაზე უღირსი საქციელი და რეაქცია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. ამიტომ ვინც ბედავს და ასე იქცევა, უნდა ხვდებოდეს და ათვითცნობიერებდეს იმას, რომ მისი ადგილი პოლიტიკაში ნამდვილად არ არის," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შემთხვევა გუშინ, ბაკურიანში ერთ-ერთ რესტორანში მაშინ მოხდა, როდესაც დეპუტატი ოჯახთან ერთად სავახშმოდ იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად დაკავებულია ერთი პირი. მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციული წესით მიმდინარეობს.

რამდენიმე წუთში, ახალციხის სასამართლოში საქმეზე დაკავებულის პროცესი უნდა დაიწყოს.

დღის ამბები