27 აპრილი 2024,   08:58
ვრცლად
წარმომადგენლობითი ორგანოების საჯაროობის პრინციპის დარღვევა - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი საკრებულოსთან განვითარებულ მოვლენებზე

ფაქტს, როდესაც აქციის მონაწილეები საკრებულოში არ შეუშვეს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში აფასებენ. მათი განცხადებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აქციის მონაწილეებს, მათზე დაშვებული საშვების მიუხედავად, ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის შესაძლებლობა არ ეძლევათ, რაც წარმომადგენლობითი ორგანოების საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის პრინციპს ეწინააღმდეგება.

"აქციის მონაწილეების ან პარლამენტის წევრების შეშვებას დაცვის სამსახური უზრუნველყოფს, რომელიც შესასვლელშია განთავსებული. ცხადია, თავად ისინი ვერ მიიღებდნენ ამ ტიპის გადაწყვეტილებას, ეს რა თქმა უნდა, მმართველი პარტიის წევრების ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებაა. საქართველოს რეგლამენტი კანონის ძალის მქონე ნორმატიული აქტია. პარლამენტის წევრისთვის კი ხელშეშლა დაუშვებელია, ამიტომ ეს პრაქტიკა აუცილებლად უნდა გადაიხედოს," - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" გამგეობის წევრმა თამარ ხიდაშელმა. 

დღის ამბები