22 დეკემბერი 2024,   09:17
ვრცლად
გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება უცვლელად დატოვა, რურუა პატიმრობაში რჩება.

დიტო საძაგლიშვილის თქმით, მოსამართლეები არიან პოლიტიკური ნების აღმსრულებლები და ამას მართლმსაჯულებასთან საერთო არ აქვს.

"ძალიან სასაცილო არგუმენტები იქნა გაჟღერებული პროკურორების მხრიდან გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით, მან თქვა რომ გიორგი რურუას მეუღლეა დასაკითხი და არსებობს იმის რისკი, რომ საკუთარ მეუღლეზე შეიძლება მოახდინოს ზეწოლა,"- განცხადა საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს. რურუა დანაშაულს არ აღიარებს. ოპოზიციის განცხადებით რურუა პოლიტიკური მოტივებით არის დაკავებული.

დღის ამბები