27 აპრილი 2024,   08:26
ვრცლად
"ფეისბუქზე" კორონავირუსის შესახებ ყალბი ინფორმაცია წაიშლება

"ფეისბუქი" კორონავირუსის შესახებ კონსპირაციულ თეორიებსა და ყალბ განცხადებებს წაშლის, რადგან კომპანიაში მიიჩნევენ, რომ დეზინფორმაციის გავრცელება მოსახლეობას ზიანს მოუტანს. ამის შესახებ The Verge წერს.

იგივე აკრძალვები გავრცელდება "ინსტაგრამზეც".

ადმინისტრაცია, ასევე, მკაცრად გააკონტროლებს პოსტებს, სადაც საუბარი იქნება არასწორი მკურნალობის მეთოდებისა და პრევენციის შესახებ.

გადაწყვეტილება კომპანიაში მას შემდეგ მიიღეს, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

დღის ამბები