27 აპრილი 2024,   06:57
ვრცლად
ახალ ზელანდიაში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ახალ ზელანდიაში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

სტიქიამ განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთი ნაწილი დააზარალა. ტერიტორიიდან უკვე ევაკუირებულია ასობით ადამიანი. ელექტროენერგიის მიწოდება კი ათასობით მოქალაქეს შეუწყდა.

წყალდიდობისგან დაზიანდა საავტომობილო გზები, რის გამოც მაშველებმა კუნძულზე ჩარჩენილი 500-მდე ტურისტი უსაფრთხო ადგილზე ვერტმფრენის დახმარებით გადაიყვანეს.

მეტეოროლოგების განცხადებით, სტიქია ახალ ზელანდიაში რამდენიმე დღეს გაგრძელდება.

დღის ამბები