27 აპრილი 2024,   02:10
ვრცლად
სირიაში იდლიბის პროვინციაში აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს

სირიაში იდლიბის პროვინციაში აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. სამთავრობო ჯარმა სტრატეგიული ქალაქი სარაქიბი აიღო და ოპოზიცია განდევნა. საომარი მოქმედებებია იდლიბის სამხრეთ რეგიონებშიც. საჰაერო თავდასხმებს რუსული ავიაცია ახორციელებს.

ასადის მოწინააღმდეგეებს მხარს თურქეთი უჭერს. ანკარამ სამხედრო ტექნიკა სირია-თურქეთის საზღვართან უკვე განათავსა და კონფლიქტის ზონაში კიდევ უფრო მეტ მძიმე ტექნიკასა და სპეცდანიშნულების რაზმს გზავნის.

ანკარა მოსკოვისგან 2018 წელს გაფორმებული შეთანხმების შესრულებას მოითხოვს, რომლის მიხედვითაც იდლიბი დეესკალაციის ზონად გამოცხადდა. სირიის საკითხზე მოსალაპარაკებლად ხვალ რუსული დელეგაცია თურქეთს ეწვევა. 

დღის ამბები