27 აპრილი 2024,   08:56
ვრცლად
პროკურატურა იქნება დამოუკიდებელი და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი - ირაკლი შოთაძე სამომავლო გეგმებზე

პროკურატურა იქნება დამოუკიდებელი ორგანო და ყველანაირი პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი - ეს განცხადება ირაკლი შოთაძემ იურიდიული კომიტეტის დასრულების შემდეგ გააკეთა.

გენერალური პროკურორობის კანდიდატი სამომავლო გეგმებზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, შემუშავდება გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც უწყების გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.

"დიდი სამუშაოა პროკურატურაში განსახორციელებელი. პირველი, რაც იქნება, პროკურატურაში აუცილებლად შემუშავდება გრძელვადიანი ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, სადაც დეტალურად გაიწერება ის ქმედებები, ის პრიორიტეტები, რაც პროკურატურას უნდა ჰქონდეს და შესაბამისად თითოეულ თქვენგანს, დაინტერესებულ მხარეს, საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა გაიგოს ეს მიმართულებები და რა თქმა უნდა, იქნება ყოველგვარი პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებელი და თავისუფალი," - აცხადებს ირაკლი შოთაძე.

დღის ამბები