27 აპრილი 2024,   08:57
ვრცლად
ჭიათურაში რამდენიმე მაღარო პარალიზებულია - მიზეზი ადგილობრივების პროტესტია

ჭიათურაში რამდენიმე მაღარო პარალიზებულია. მიზეზი ადგილობრივების პროტესტია. როგორც სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები აცხადებენ, კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" მათთვის მიცემული დაპირება არ შეასრულა და მიყენებული ზარალის გამო კომპენსაცია არ გადაუხადა.  

ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ მაღაროების მუშაობის გამო, მათი სახლები დაზიანდა და სოფელს საფრთხე ემუქრება. სექტემბერში გაფიცვის გამო კი, კომპანიამ მათ სასამართლოში უჩივლა. ისინი აცხადებენ, რომ მაღაროების მუშაობა მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე იქნება შეფერხებული.

ადგილობრივების პროტესტს პასუხობენ კომპანია "ჯორჯიან მანგანეზში."

მათი თქმით,  ადგილობრივებს რამდენიმე ალტერნატივა შესთავაზეს, როგორც  კომპენსაციის, ასევე საცხოვრებლის უზრუნველყოფის კუთხით. რაც შეეხება სასამართლო დავას,  კომპანიამ დავა მათივე ინიციატივით შეწყვიტა.   

 

დღის ამბები