27 აპრილი 2024,   08:19
ვრცლად
როდის გაიმართება მეხუთე რაუნდი - არც ოპოზიცია და არც მმართველი გუნდი საკუთარ პოზიციას არ ცვლის

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და მხარეები მოლაპარაკებას უახლოეს მომავალში აუცილებლად განაახლებენ.

ხელისუფლება კვლავ საკუთარი შეთავაზების უპირატესობაზე საუბრობს და ოპოზიციას შემხვედრი ნაბიჯისკენ მოუწოდებს.

მოლაპარაკების შემდეგი რაუნდის გამართვამდე კი, ისევ ძალაში ტოვებს ინდივიდუალური კონსულტაციების შეთავაზებასაც.

დათმობაზე წასვლას არ აპირებს ოპოზიცია. მმართველი გუნდის ოპონენტებისთვის პროპორციული სისტემა ისევ ერთადერთი ალტერნატივაა.

ოპოზიციურ სპექტრში შემხვედრ ნაბიჯს უმრავლესობისგან ელოდებიან. მოლოდინის პარალელურად კი არჩვენებისთვისაც ემზადებიან. სჯერათ, რომ ხელისუფლებას ნებისმიერი საარჩევნო სისტემით დაამარცხებენ.

როდის გაიმართება მეხუთე რაუნდი - თარიღი უცნობია. შედგება თუ არა საერთოდ მოლაპარაკება და წავლენ თუ არა მხარეები დათმობაზე - ეს კიდევ ერთი საკითხია, რაც ჯერჯერობით ღიაა.

კომპრომისს არც ოპოზიცია და არც მმართველი გუნდი გეგმავს. ამომრჩევლის მხარდაჭერასა და გამარჯვებაში კი, ორივე მხარე ნებისმიერი საარჩევნო სისტემის პირობებში, დარწმუნებულია.

დღის ამბები