24 ნოემბერი 2020,   14:27
ვრცლად
აჭარის ტელევიზია თბილისის ბიუროს ჟურნალისტმა დატოვა

აჭარის ტელევიზია თბილისის ბიუროს ჟურნალისტმა დატოვა, ნინო ხოზრევანიძემ გადაწყვეტილება ახალი მენეჯმენტის მიერ გატარებული პოლიტიკით ახსნა. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორისთვის გაგზავნილი განცხადების ფოტოს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

"ბატონო გიორგი, რომ ვფიქრობდე, გაუაზრებლად აზიანებთ მაუწყებელს, თქვენთან დალაპარაკებას ვცდიდი, მაგრამ დღითიდღე ვრწმუნდები, როგორ მიზანმიმართულად, ნაბიჯ-ნაბიჯ ანგრევთ, ანადგურებთ მაუწყებლის იდეას. პროცესები იმდენად შეუქცევადია, რომ აზრს ვეღარ ვხედავ დავრჩე ხელფასისთვის, თქვენს ქუდქვეშ ყოფნა მიუღებელია ჩემთვის," – წერს ნინო ხოზრევანიძე.

ჟურნალისტი განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ დირექტორის მოადგილის პოზიცია კონკრეტულ პიროვნებას მოარგეს. ხოზრევანიძე პროტესტს გამოთქვამს საინფორმაციო სამსახურიდან მაია მერკვილაძის ჩამოშორების გამოც.

დღის ამბები