08 სექტემბერი 2026,   18:14
ვრცლად
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოდან ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი სამი პაციენტი გაეწერა

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოდან ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი სამი პაციენტი გაეწერა. არცერთ მათგანს ლაბორატორიული კვლევის შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, სამი პაციენტიდან ერთი, მცირეწლოვანი , თბილისში, იაშვილის კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას, მამაკაცი კი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში.

covid-19-ის დიაგნოზით ამ დროისთვის ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ორი ადამიანი მკურნალობს, მათ შორის ერთ-ერთი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოყვანილი პაციენტია.

დღის ამბები