პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, კლინიკა დატოვა COVID-19-ით ინფიცირებულმა 82 წლის ქალმა, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.
მისი თქმით, ასევე გამოჯანმრთელდა კლინიკაში მყოფი ორივე ორსული ქალი.
როგორც ლევან რატიანმა აღნიშნა, კლინიკაში მყოფი 91 პაციენტიდან კორონავირუსით ინფიცირებულია 82 მათგანი. მისივე ინფორმაციით, 82 ინფიცირებული პაციენტიდან 9 რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მათგან 5-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. როგორც რატიანი ამბობს, 3 პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში მკვეთრად დამძიმდა, რადგან სახეზეა კორონავირუსით გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა და გულის მწვავე დაზიანება.
რატიანის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან 1-ის მდგომარეობა შედარებით დამძიმებულია.