საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 408 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, დადასტურებული შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია - 97 მოქალაქე.
ამასთან, უცხოეთიდან საქართველოს სამკურნალოდ გადმოყვანილია სამი პაციენტი.
ქვეყანაში COVID-ინფექციის დიაგნოზით გარდაცვლილია 4 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში 5 015 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 573.