27 აპრილი 2024,   02:50
ვრცლად
უკრაინაში კორონავირუსის გამო კარანტინი 11 მაისამდე გახანგძლივდა

უკრაინაში კორონავირუსის გამო კარანტინი 11 მაისამდე გახანგრძლივდა. კარანტინის გახანგრძლივების საკითხზე გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე მიიღეს.

ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ უკრაინას ჯერ პიკისთვის არ მიუღწევია, თუმცა მკაცრი ზომების შენარჩუნება მაინც მიზანშეწონილია. ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი 7 000-ს აღწევს. ვირუსით 174 ადამიანია გარდაცვლილი.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, ქვეყანაში პიკს 3-დან 8 მაისამდე ელიან.

დღის ამბები