02 მაისი 2024,   22:07
ვრცლად
ისრაელმა კორონავირუსით ინფიცირებულებების შესახებ აპლიკაციის გამოყენების ვადა გაახანგრძლივა

ისრაელმა გაახანგრძლივა გამოყენება იმ აპლიკაციებისა, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულებს ავლენს. აპლიკაციის დახმარებით მომხმარებელს საშუალება აქვს დაადგინოს, იმყოფება თუ არა COVID-19-ით დაავადებული ადამიანის მახლობლად. მთავრობის გადაწყვეტილებით, მობილურების საშუალებით მოქალაქეების ვირუსზე კონტროლი კიდევ 3 კვირით გახანგრძლივდება. 

"მე მესმის, რომ საუბარია მოქალაქეების პირად ინფორმაციაზე, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს სურს იცოდეს პოტენციური საფრთხის შესახებ აქვს თუ არა მის მახლობლად ვინმეს ვირუსი. ვფიქრობ, ყველა ადამიანის ინტერესში შედის დაიცვას როგორც საკუთარი თავი, ისე ოჯახის წევრები თუ ახლობლები,"- განაცხადა დეპუტატმა იოავ კიშიმ.

დღის ამბები