სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მხრიდან უცნობი საშუალებების გამოყენებაზე საუბრობენ, არსებობს შესაბამისი ვიდეო მასალაც, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს -ამ ეტაპზე უწყებისთვის მნიშვნელოვან მასალას წარმოადგენს.
სამართალდამცველები ამბობენ, რომ მომიტინგეების ერთადერთი სამიზნე, პოლიციელები იყვნენ.
ნივთიერებები, რომელსაც მომიტინგეების ნაწილი იყენებდა გაურკვეველი წარმოშობისაა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. მინისტრის მოადგილის განცხადებით მსგავსი საშუალებები,საქართველოში ქსელურ მაღაზიებში ხელმისაწვდომი არაა. ახლა გომელაურის უწყება იმის გარკვევას იწყებს, როგორ მოხვდა მსგავსი ნივთიერებები აქციის მონაწილეების ხელში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია სახელისუფლებო პარტიისთვის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ მომიტინგეების ნაწილი წინასწარ მომზადებული გეგმით მოქმედებს, მიზანი კი დესტაბილიზაციის მცდელობაა.
ცილისწამებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სდებს ბრალს ოპოზიცია. პოლიტიკური პარტიები აქციის მონაწილეების მხრიდან შესაძლო დანაშაულს გამორიცხავენ და ამბობენ, რომ მომიტინგეების მიმართ არაპროპორციულ ძალას ძალოვანი უწყება იყენებდა.
როგორ მოხვდა სხვადასხვა გაურკვეველი საშუალება მომიტინგეების ხელში ამას პასუხი საპარლამენტო უმრავლესობაში გასცეს. თქვეს, რომ აქციები, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა ყოველდღიურად იმართება ე.წ შავი ფულით ფინანსდება მიზანი კი ვითარების ძალადობრივ პროცესებამდე მიყვანაა.
კითხვებზე პასუხს სახელისუფლებო ძალა შინაგანს საქმეთა სამინისტროს მიერ მოკვლევის დასრულების შედეგად ელოდება.