02 მაისი 2024,   10:25
ვრცლად
ვირუსის შეჩერება შესაძლებელი იყო, მისი შეკავება ჩინეთში შეიძლებოდა, თუმცა ეს არ გააკეთეს - დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთის მიმართ ბრალდებებზე კიდევ ერთხელ საუბრობს. მისი განცხადებით, ჩინეთს შეეძლო გლობალური კორონავირუსის პანდემია შეეჩერებინა. დონალდ ტრამპმა კორონავირუსის პანდემია ყველაზე საშინელ შეტევას შეაფასა, რაც აშშ-ს ოდესმე ჰქონია.

შტატებში კორონავირუსით  მილიონ 270 000-მდე ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილთა რიცხვმა 75,000-ს მიაღწია.

"ეს უარესია პერლ-ჰარბორზე, ეს უარესია მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე. ეს არასდროს უნდა მომხდარიყო. ვირუსის შეჩერება შესაძლებელი იყო, მისი შეკავება ჩინეთში შეიძლებოდა, თუმცა მათ ეს არ გააკეთეს,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დღის ამბები