02 მაისი 2024,   11:34
ვრცლად
ვარშავაში, ვაშინგტონში, ბუენოს აირესსა და ბელგრადში მოქალაქეები პანდემიის გამო დაწესებულ რეგულაციებს აპროტესტებენ

ვარშავა, ვაშინგტონი, ბუენოს აირესი, ბელგრადი - ეს ის ქალაქებია, სადაც კორონოვირუსის გამო დაწესებული რეგულაციების შეზღუდვის მოთხოვნით, მასშტაბური პროტესტი პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ადგილობრივები შეზღუდვების გაუქმებას და სამუშაოზე დაბრუნებას მოითხოვენ, ზოგიერთ ქალაქში მოქალაქეები ნიღბების ტარების აუცილებლობასთან დაკავშირებით შექმნილ კანონპროექტსაც აპროტესტებს, მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც კორონავირუსამდე კლიმატის ცვლილებას აპროტესტებდა, დღეს კი აქტიურად მონაწილეობს პროტესტის ახალ ტალღაში.

ქვეყნები, სადაც მოქალაქეების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე შეკრება ისჯება, პროტესტს სახლიდან გამოხატავენ. ისინი მასობრივი ხმაურის გამოსაწვევად სამზარეულოს ინვენტარს იყენებენ. პროტესტის მსგავსი ფორმა უკვე რამდენიმე დღეა სერბეთსა და ესპანეთში უწყვეტად მიმდინარეობს.

დღის ამბები