27 აპრილი 2024,   10:27
ვრცლად
ბოლივიაში კარანტინის გახანგძლივებას აპროტესტებენ - პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა

ბოლივიაში მოსახლეობის ნაწილმა კორონავირუსის პანდემიის გამო კარანტინის პერიოდის გახანგრძლივება გააპროტესტა. დემონსტრანტებმა გზები გადაკეტეს. მათ დასაშლელად სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. საპასუხოდ, აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ქვები დაუშინეს. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

ბოლივიაში საყოველთაო კარანტინი 22 მარტს დაწესდა.

დღის ამბები