25 ნოემბერი 2020,   17:37
ვრცლად
იაპონიის 39 პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა

იაპონიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19-ის 99 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსით 23 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში, ქვეყანაში ინფიცირების 17 000-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 723 ადამიანი.

იაპონიის 47-დან 39 პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა. რეჟიმი შენარჩუნდება ტოკიოში, ოსაკასა და იმ პრეფექტურებში, სადაც ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა.

"ჩვენ ვთხოვთ მოსახლეობას, რომელიც იმ ადგილებში ცხოვრობს, სადაც საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, თვის ბოლომდე სხვადასხვა პრეფექტურაში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით მათი ცხოვრება ჩვეულ რიტმს ნაბიჯ-ნაბიჯ დავუბრუნოთ,"- აცხადებს იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მდივანი იოშიჰიდე სუგა.

 

დღის ამბები