სენაკში ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა. ხანძრის გაჩენის დროს სახლში ოჯახის ერთი წევრი ომყოფებოდა, რომელმაც გარეთ გასვლა მოახერხა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მერიის ინფორმაციით, ადგილზე ორი სახანაძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა და მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს, თუმცა სახლიდან ავეჯისა და სხვა ნივთების გამოტანა ვერ მოხერხდა.
სავარაუდოდ, ხანძარი გაუმართავმა ელექტროსადენებმა გამოიწვია. დაზარალებულს სენაკის მერია სპეციალური პროგრამის ფარგლებში დაეხმარება.