05 მაისი 2024,   02:51
ვრცლად
"სფეის იქსის“ რაკეტის კოსმოსში გაშვება 30 მაისამდე გადაიდო - მიზეზი უამინდობა გახდა

"სფეის იქსის“ რაკეტის კოსმოსში გაშვება 30 მაისამდე გადაიდო. მიზეზი არახელსაყრელი ამინდი გახდა.

რაკეტა "ფალკონ 9"-ს კაფსულას Crew Dragon საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ორი ამერიკელი ასტრონავტი უნდა წაეყვანა. ამის შემდეგ რაკეტა უკან დაბრუნდებოდა და ატლანტის ოკეანეში სპეციალურ ტივტივაზე დაჯდებოდა.

გაშვება აშშ-ის მიწიდან 2011 წლის შემდეგ პირველი პილოტირებული კოსმოსური ფრენა უნდა ყოფილიყო. შატლის მისიის დახურვის შემდეგ, ნასა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების გასაგზავნად რუსეთის "სოიუზის" რაკეტებს იყენებდა. 

დღის ამბები