ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 პაციენტი.
ეზუგბაიას თქმით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
"დაგვემატა 26 ახალი დადასტურებული შემთხვევა და გვაქვს 783 დადასტურებული შემთხვევა. განკურნებულებს მიემატა მხოლოდ 5 და გახდა 605. ამ ეტაპზე, კოვიდცენტრებში მკურნალობს 166 პაციენტი. გამოჯანმრთელებულების რიცხვი 77%-ზე მეტია, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.