13 ივლისი 2020,   06:31
ვრცლად
"ვფიქრობ, რეკომენდაციების სრულად დაცვით შევძლებთ და ვირუსით ინფიცირების შემთხვევებს მინიმუმამდე დავიყვანთ" - ანგელა მერკელი

ევროპაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი კვლავ იზრდება, მზარდია ასევე ლეტალურ შემთხვევათა სტატისტიკური მონაცემებიც.

იტალიაში ვირუსით ბოლო 24 საათის განმავლობაში 111 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, ქვეყნის მასშტაბით ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილია კოვიდ-19-ის 416 ახალი შემთხვევა. ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი შემცირდა.

ბოლო მონაცემებით გარდაცვალების მხოლოდ ოთხი ფაქტი დადასტურდა. მზარდია ინფიცირებულთა რიცხვი ესპანეთში - ბოლო 24 საათის განმავლობაში 664 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა რიცხვი მზარდია საფრანგეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთშიც.

დიდი ბრიტანეთი ამ დრომდე კოვიდ 19-ის გამო დაწესებული რეგულაციების შემსუბუქებას არ ჩქარობს, მიზეზი ლეტალურ შემთხვევათა მაღალი მაჩვენებელია.

"შეიძლება ითქვას, რომ დაკისრებულ ამოცანას თავი გავართვით, ამ 4 თვის განმავლობაში გამოჩენილი სიფრთხილით ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა, ვფიქრობ რეკომენდაციების სრულად დაცვით, შევძლებთ და ვირუსით ინფიცირების შემთხვევებს მინიმუმამდე დავიყვანთ,"- განაცხადა ანგელა მერკელმა.

დღის ამბები