27 აპრილი 2024,   04:21
ვრცლად
რომ არა დავით ნარმანია და აქ მცხოვრები ხალხი ეს ადგილი უკვე გაყიდული იქნებოდა - კახა კალაძე რეაბილიტირებულ სკვერზე

ყაზბეგის გამზირზე ახლადრეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა დედაქალაქის მერმა, სადაც 3000 კვ.მ ფართობზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდა.

სკვერში ხელოვნური ბალახი, ასევე სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები დაირგო, დამონტაჟდა სარწყავი სისტემა, შადრევანი და ბავშვებისთვის ატრაქციონები.

ბიუჯეტიდან 424 000 -ზე მეტი ლარი დაიხარჯა.

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ სკვერის გადარჩენაში დიდი წვლილი, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას ასევე დავით ნარმანიასაც მიუძღვის.

"აქ იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა. წინა ხელისუფლების დროს ეს ადგილი იყო გასაყიდად გამზადებული და რომ არა დავით ნარმანია და აქ მცხოვრები ხალხი ეს ადგილი უკვე გაყიდული იქნებოდა. ეს ადგილი საუკეთესო მაგალითია, როგორი უნდა იყოს მწვანე სივრცე,"- განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები