18 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
20 წლის განმავლობაში ქართული ჯარი არასოდეს არ გამოკვებილა ახალი ხორცით... მე ეს პრობლემა მოვაგვარე - თავდაცვის მინისტრი

"ძალიან უაზრო, ცილისმწამებლური კამპანია" - ასე უწოდა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმ ბრალდებებს, რომლებიც ჯარისკაცების კვებასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა, რაც ჯარისკაცების სრულფასოვან კვებას ეხებოდა, მან მოაგვარა.

"მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი ეთერის საშუალებით მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებისთვის გავაკეთო რამდენიმე განმარტება ნეგატიურ თემებზე, რომელიც ჩემ ირგვლივ ისმის. როგორ საუბრობენ ჩემზე მაგას, როცა ხორცის და კვების პრობლემა იყო წლების განმავლობაში მოუგვარებელი. 20 წლის განმავლობაში ქართული ჯარი არასოდეს არ გამოკვებილა ნედლი, გაუყინავი, ახალი ხორცით. მე ეს პრობლემა მოვაგვარე, მე ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვიღაცამ მადლობა მითხრას. მე ეს დავისახე მიზნად და გავაკეთე.

შეიძლება, ჩემამდე იყო რაღაც პრობლემები, მაგრამ ეს ყველაფერი მე მოვაგვარე. ეს ყველაფერი ჯარმა უნდა შეაფასოს. ჯარი და ჯარისკაცები არის ჩემთვის ჩემი მთავარი მაკონტროლებელი. დაე, მათ განსაზღვრონ ვინ რა შეასრულა და ვინ რა არ შეასრულა,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები