ოკუპირებულ აფხაზეთში ოკუპანტი რუსეთის ე.წ საელჩოში ნაღმის არსებობასთან დაკავშირებით ელექტრონული წერილი მიიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამ დროისთვის, ადგილზე მუშაობენ დე ფაქტო საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლები და მიმდინარეობს შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის შემოწმება.